პრესრელიზი ევროკომისიის პროექტის “ICT სფეროში სტრატეგიული დიალოგის გაფართოება EU-EECA თანამშრომლობის გაღრმავებისთვის (PICTURE)” შესახებ.
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - „გრენა“ მონაწილეობს ევროკომისიის მე–7 ჩარჩო პროგრამის პროექტში „ICT სფეროში სტრატეგიული დიალოგის გაფართოება EU-EECA თანამშრომლობის გაღრმავებისთვის (PICTURE)”.
საჭიროა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ევროკომისიამსაინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროშიაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სტრატეგიული თანამშრომლობისა და სამეცნიერო კვლევების განვითარების მიზნით განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მე–7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ინიციატივების სერიას, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების მოძიებას და ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების მეცნიერთა შორის უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ასეთ ინიციატივებს მიეკუთვნება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ISTOK-SOYUS, SCUBE და EXTEND, რომლებიც ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდებოდა და ითვალისწინებდა აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში საინფორმაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე წარმატებული ორგანიზაციების გამოვლენას, მათი მონაცემთა ბაზის შექმნას და თანამშრომლობას. შესაბამისად ამ პროექტებმა ხელი შეუწყოს:
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის (რომელშიც შედის საქართველოც) ევროპული საინფორმაციო ტექნოლოგიური კვლევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ამ სფეროში ცოდნის დონის ამაღლებას;
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და სპეციალისტების წარმოჩენას ევროპულ არენაზე და შესაბამის ევროპულ ორგანიზაციებთან მათი თანამშრომლობის სტიმულირებას;
- აღნიშნულ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ დიალოგს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი იდეების და ინიციატივების შემუშავებას მომავალი თანამშრომლობისათვის;
- და სხვა.
ამგვარად PICTURE არის ლოგიკური გაგრძელება იმ წარმატებული ქმედებებისა, რომლებიც განხორციელდა ევროკომისიის დახმარებით. პროექტის ძირითადი ამოცანებია:
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიული დიალოგის გაფართოება ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის;
- სამეცნიერო პრიორიტეტების გამოვლენა ამ ქვეყნებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
- პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება აღნიშნულ ქვეყნებს შორის.
- ევროკავშირისსამეცნიერო ცენტრებშიმოღვაწე აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების დიასპორის წარმომადგენლების აქტიური ჩართვა მათ მშობლიურ ქვეყნებში მიმდინარე პროექტებში.
- ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა მეცნიერთა დაახლოების მიზნით. ამ ქვეყნებში სამეცნიერო მუშა ჯგუფების ფორმირება და მათი ევროპელ სპეციალისტებთან დაახლოება.
- მომზადება მომავალ პროექტებში უკვე ახალი ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“–ის ფარგლებში აქტიური მონაწილეობისათვის.
სამეცნიერო თანამშრომლობაში მონაწილეობენ მეცნიერები, რომლებიც მოღვაწეობენ როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე წარმოების სფეროში (განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებში), სახელმწიფო სტრუქტურებში და ა.შ.
პროექტის საბოლოო შედეგი იქნება რეკომენდაციებისა და სტრატეგიის შემუშავება, რომელიცხელს შეუწყობსთანამშრომლობის განვითარებას აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურების (სამინისტროები, სააგენტოები, ეროვნული ფონდები და სხვა) აქტივობა ამ მიზნების მისაღწევად.
პროექტის კოორდინატორია ფრანგული ორგანიზაცია INNO TSD SA, ხოლო პარტნიორი ოგანიზაციები წარმოადგენენ ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 13 ქვეყანას.