6-7 ოქტომბერი 2016
თბილისში ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველი კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები წამყვანი ევროპული პროექტების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ჩატარებული კვლევების შესახებ საინფორაციო ტექნოლოგიებში, გარემოს დაცვაში, ბიოლოგიაში, ტელემედიცინაში და მეცნიერების სხვა დარგებში. სპეციალური სესია დაეთმო ევროპის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში (CERN) მიმდინარე კვლევებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ექსპერტმა 20 ქვეყნიდან.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, ევროკომისიის დირექტორატის წევრი ლაურენს მერედიტი (ვიდეო ჩართვის საშუალებით). აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა ევროკომისიის მიერ EaPConnect პროექტის ფარგლებში, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"-ს და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტში.