საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ში კლიმატის მოდელირების სემინარი გაიმართა. განხილული იქნა ამინდის პროგნოზირების და კლიმატის სხვადასხვა მოდელები, აგრეთვე პროგრამები, რომლებიც იძლევა მოდელებით მიღებული შედეგების მანიპულირების და ვიზუალიზაციის საშუალებას. გამოთვლები ტარდება „გრენა“-ს GRID სისტემაზე.