17-18 იანვარი 2017
რ. ქვათაძემ და დ. ტაბატაძემ მონაწილეობა მიიღეს სემინარში „ბიზნეს მოდელები NREN-ებისთვის“ რომელიც გაიმართა გერმანიის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელის DFN-ის ოფისში ბერლინში. რ. ქვათაძემ გააკეთა მოხსენება საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელის შესახებ. სემინარზე განხილული იყო ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ფუნქციონირების მოდელები.