რამაზ ქვათაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის EaPConnect პროექტის https://www.eapconnect.eu/ მეორე განხილვაში რომელიც ჩატარდა ბრიუსელში და გააკეთა მოხსენება პროექტის ფარგლებში საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების „გრენა“-ს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. შეხვედრის დროს განხილული იქნა პროექტის მდგომარეობა, მომავლის გეგმები და პროექტის გაგრძელების პერსპექტივები 2020 წლის შემდგომ პერიოდში.