ახალი ამბები
3 მაისი 2018
HPC-Europa “ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა“ საშუალებას აძლევს მკვლევარებს, განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები, რათა ითანამშრომლონ მსგავს სფეროში მომუშავე კვლევით დეპარტამენტთან. პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა დონის მკვლევარებისთვის, მაგისტრანტებიდან დაწყებული პროფესორებით დამთავრებული. აპლიკანტებს შეეძლებათ იმუშაონ ნებისმიერ დისციპლინაში, აუცილებელი მოთხოვნაა გამოიყენონ მაღალი წარმადობის გამოთვლითი რესურსები.
ვიზიტები შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე.

განაცხადების მიღების დასრულების თარიღია, 2018 წლის 17 მაისი, ხუთშაბათი (23:59 CET).
შედეგების შესახებ ინფორმაცია აპლიკანტებს მიეწოდებათ, 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში.

დამატებითი ინფორმაცია და ელექტრონული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ: http://www.hpc-europa.eu/
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები