ახალი ამბები
15-16 მაისი 2018
რ. ქვათაძემ და თ. დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „ე-ინფრასტრუქტურა მეცნიერებისათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში“, რომელიც ჩატარდა სოფიაში. რ. ქვათაძე მონაწილეობდა პანელის განხილვებში რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამეცნიერო კვლევებში, განათლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. თ. დავითაშვილმა გააკეთა მოხსენება „მტვრის აეროზოლების ეფექტი საქართველოს რეგიონალური კლიმატის ფორმირებაში“.