ახალი ამბები
10-14 ივნისი 2018
„გრენა“-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კვლევითი ქსელის კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა ნორვეგიის ქალაქ, ტრონჰეიმში. ყოველწლიურ ღონისძიებას ესწრებოდა 780 მონაწილე, 73 ქვეყნიდან. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა წარმოადგინეს, უნიკალური მიმოხილვა, კვლევის ქსელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, როგორც ტექნიკურ, ისე გამოყენებით სფეროსა და მენეჯმენტში. ჩატარდა 5 პლენარული და 24 პარალელური სესია, 50 მოვლენა მათ შორის ჩვენებები, სემინარები და შეხვედრები.