ივერი ნიაზაშვილმა მონაწილეობა მიიღო TF-CSIRT - ის (კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების რეაგირების ჯგუფი) 55-ე შეხვედრაში. შეხვედრაზე მან გააკეთა მოხსენება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით "გრენა"-ს საქმიანობის და კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალის (www.cyber-lab.tech) შესახებ, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE და ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით შეიქმნა. Cyber -lab.tech უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას კიბერ-უსაფრთხოების სფეროში.