„გრენა“-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის მესამე EaPEC 2018 კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა მოლდოვის დედაქალაქ, კიშინოვნში. კონფერენციის დროს გაიმართა Enlighten Your Research (EYR) კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება. საქართველოდან კონკურსში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ირმა ხაჩიძის მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა.