ახალი ამბები
26 ნოემბერი 2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კიბერ სავარჯიშოების პორტალის www.cyber-lab.tech პრეზენტაცია. პრეზენტაციას უნივერსიტეტების, ასევე საჯარო და კერძო უწყების 90-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით შეიქმნა.

პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში.

პორტალის შექმნის სამუშაოები მხარდაჭერილია ევროკომისიის EaPconnect-ის პროექტის მიერ.

ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები