„გრენა“-მ მონაწილეობა მიიღო მე-4 ეროვნული კიბერ ოლიმპიადის - „კიბერ კუბი 2019“ ორგანიზებაში, რომელიც გაიმართა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. ოლიმპიადა ორგანიზებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT.GOV.GE მიერ. „გრენა“-მ უზრუნველყო ქსელური და ონლაინ პლატფორმის ინფრასტუქტურის ინსტალაცია და საიმედო ფუნქციონირება.