პროექტი „ციფრული სკოლა-საქართველო“ ხორციელდება ტალინის უნივერსიტეტის კოორდინაციით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ციფრული კულტურის განვითარებას და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას.
პროექტის დასკვნითი ეტაპი გაიმართა 20-21 ივნისს ბათუმში, სადაც სკოლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში მომზადებული საკუთარი ინოვაციური პროექტები. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის ორ გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცათ ასოციაცია „გრენა“-ს მიერ დაწესებული პრიზი - Cisco აკადემიის CCNA-ს კურსის სასწავლო ვაუჩერი.