ცხადდება: „ILUCIDARE" სპეციალური პრიზების კონკურსი ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები 2020 (European Heritage Awards / Europa Nostra Awards)
ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს. ჯილდო ენიჭებათ გამორჩეულ კონსერვაციის პროექტებს, ინოვაციურ კვლევებს, კულტურის სფეროს ერთგულ პროფესიონალებს და მოხალისეებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ინიციატივებს განათლების, ტრენინგის და ცნობადობის ამაღლების დარგში.
პრიზების გადაცემის სქემას ემატება ორი ახალი „ILUCIDARE“ სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცემათ წარმოდგენილ განცხადებებს შორის გამარჯვებულებს. „ILUCIDARE“ წარმოადგენს პროექტს, რომელიც არის დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ საერთაშორისო ქსელის შექმნის და განვითარების მიზნით, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებას ინოვაციისა და საერთაშორისო კოოპერაციის კუთხით.
2020 და 2021 წლებში ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები დაეხმარება „ILUCIDARE“- ს ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის უახლესი ინოვაციებისა და დიპლომატიის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას, პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას.
ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იმართება „Europa Nostra“-ს მხრიდან. ჯილდო გამარჯვებული კანდიდატებისათვის არის ისეთი მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, როგორიცაა საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა, მნახველების გაზრდილი რიცხვი და დაფინანსების მოპოვება. დაჯილდოვების სქემას მხარს უჭერს ევროკავშირის პროგრამა „Creative Europe“.
„ILUCIDARE“-ს სპეციალური პრიზები მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის
„ჰორიზონტი 2020“-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით: N821394.
ხართ ჩართული კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციის ან დიპლომატიის სფეროში?
შემოიტანეთ თქვენი პროექტი და გააზიარეთ თქვენი წარმატება ევროპის მასშტაბით!
საბუთების მიღება:
www.europeanheritageawards.eu/apply
საბუთების მიღების ვადები: 1 ოქტომბერი, 2019 (გაგზავნის საბოლოო თარიღი)
შეიტყვეთ მეტი: