16 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერთა ჯგუფებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი წარმადობის გამოთვლების საჭიროება, გამოთვლითი და მეხსიერების რესურსებს გამოყოფას და ტექნიკურ დახმარებას „გრენა“-ს Cloud ინფრასტრუქტურის გამოყენებაში.