“HPC-Europa” ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, საშუალებას აძლევს მკვლევარებს განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები, რათა ითანამშრომლონ მსგავს სფეროში მომუშავე კვლევით დეპარტამენტთან. პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა დონის მკვლევარებისთვის, მაგისტრანტებიდან დაწყებული პროფესორებით დამთავრებული. აპლიკანტებს შეეძლებათ იმუშაონ ნებისმიერ დისციპლინაში, აუცილებელი მოთხოვნაა გამოიყენონ მაღალი წარმადობის გამოთვლითი რესურსები. ვიზიტი შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე ვადით.
“HPC-Europa” ანაზღაურებს მოგზაურობის და ცხოვრების ხარჯებს.
განაცხადების მიღების დასრულების თარიღია, 2019 წლის 19 სექტემბერი, ხუთშაბათი (23:59 CEST).
დამატებითი ინფორმაცია და ელექტრონული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ: http://www.hpc-europa.eu/