თბილისში გაიმართა ევროკომისიის Erasmus + პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის MENVIPRO” სამუშაო შეხვედრა. 7 ოქტომბერს შეხვედრას უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო 8 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტმა. შეხვედრაზე განხილული იქნა გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. გაკეთდა საინტერესო მოხსენებები ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრნენ „გრენა“-ს თანამშრომლები ირაკლი გედევანიშვილი და თამარ გვენეტაძე. ირაკლი გედევანიშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ IT პლატფორმა საზაფხულო სკოლისთვის“.
ასოციაცია „გრენა“ არის პროექტის ინიციატორი საქართველოში და უზრუნველყოფს IT მხარდაჭერას. საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილეები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და „გრენა“.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სომხეთსა და საქართველოში გარემოსდაცვით სფეროში სამაგისტრო სწავლების ხარისხის გაუმჯობესება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.