ახალი ამბები
8-10 ოქტომბერი 2019

ორმოცმა ელექტრონული ინფრასტრუქტურის და ღია მეცნიერების წარმომადგენელმა ევროკავშირის 15 წევრი და ასოცირებული ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღეს H2020 „NI4OS- Europe“ პროექტის დაწყების შეხვედრაში, რომელიც ათენში გაიმართა. NI4OS არის სამ წლიანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული „Open Science Cloud“-ის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩართულობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში, კონკრეტულად “European Open Science Cloud – EOSC”-ში.

შეხვედრების სამი ინტენსიური დღის განმავლობაში, „NI4OS- Europe“ პარტნიორები ერთად მუშაობდნენ პროექტის სტრატეგიული გეგმისა და სამოქმედო მიმართულებების განსახილველად, პრიორიტეტებისა და მიზნების განსაზღვრისათვის და აგრეთვე, დეტალური დაგეგმარებისათვის. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან, პარტნიორებმა ერთმანეთს აგრეთვე გაუზიარეს ინფორმაცია „Open Science” ამჟამინდელი სტატუსის შესახებ. რამაზ ქვათაძემ გააკეთა პრეზენტაცია ასოციაცია „გრენა“-ში EOSC–ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ.

NI4OS-Europe კოორდინირებულია GRNET-ის მიერ და კონსორციუმი 22 პარტნიორისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის მკვლევარებს საშუალება მიეცეთ შეინახონ, მართონ, გააანალიზონ და გააზიარონ მეცნიერული მონაცემები რაც მათი მუშაობის გაღრმავებას და მეცნიერებაში ინოვაციის დანერგვას შეუწყობს ხელს. 

ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები