საქართველოს მთავრობის ორგანიზებით გაიმართა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა. წლევანდელი ფორუმი მასშტაბური ხასიათის იყო და მასში 60 ქვეყნის 2000-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიასა შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას შეუწყრობს ხელს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო რამაზ ქვათაძემ.