გამოცხადდა ახალი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული HPC-Europa3 პროგრამის ფარგლებში, რომელიც საშუალებას აძლევს მკვლევარებს განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები, რათა ითანამშრომლონ მსგავს სფეროში მომუშავე საბერძნეთის კვლევით ცენტრებთან. პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა დონის მკვლევარებისთვის, მაგისტრანტებიდან დაწყებული პროფესორებით დამთავრებული. აპლიკანტებს შეეძლებათ იმუშაონ ნებისმიერ დისციპლინაში, აუცილებელი მოთხოვნაა გამოიყენონ მაღალი წარმადობის გამოთვლითი რესურსები. ვიზიტი შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე ვადით.
“HPC-Europa” ანაზღაურებს მოგზაურობის და ცხოვრების ხარჯებს.
განაცხადების მიღების დასრულების თარიღია, 2019 წლის 20 ნოემბერი, ოთხშაბათი (23:59 CEST).
დამატებითი ინფორმაცია და ელექტრონული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ: http://www.hpc-europa.eu/
აპლიკანტებს შეუძლიათ მიმართონ ქალბატონ Evangelia Athanasaki eathan[at]admin.grnet.gr, თუ მათ ესაჭიროებათ დახმარება მიმღები ორგანიზაციის მონახვაში.