ახალი ამბები
21 ნოემბერი 2019

Lightning Talk Challenge წარმოადგენს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა პროფესიონალების იდეების წარდგენას სცენაზე, როგორც TNC Lightning Talk პროგრამის ნაწილი. TNC არის ევროპის ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების კონფერენცია.

TNC20 ჩატარდება 8-12 ივნისს ბრაიტონში, დიდ ბრიტანეთში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც ეუფლებიან IT განათლებას და ინგლისურ ენას ფლობენ უმაღლეს დონეზე. ფინალისტები კონფერენციაზე დასასწრებად და მოხსენების გასაკეთებლად მიიღებენ სრულ დაფინანსებას.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

https://learning.geant.org/glad-seeks-young-talents-for-future-talent-programme/

https://wiki.geant.org/display/GIG/FTP+Lightning+Talk+Challenge

ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები