რამაზ ქვათაძემ, როგორც პანელის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ინტერნეტის არსებობის 50 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „Celebrating Research Frontiers in Networking“, რომელიც გაიმართა სავოის შეხვედრების სივრცეში, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. პანელის ექსპერტთა კოლეგიაში შედიოდნენ ინტერნეტის პიონერები რობერტ კაჰნი და პიტერ კირსტეინი. რამაზ ქვათაძემ გააკეთა მოხსენება ნატოს ვირტუალური აბრეშუმის მაგისტრალის პროექტის შესახებ და ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის.