ახალი ამბები
5-6 მაისი 2020

თამარ გვენეტაძე და რამაზ ქვათაძე დაესწრნენ ტრენერთა ონლაინ ტრეინინგს. აღნიშნული ღონისძიება არის ევროკომისიის NI4OS-Europe პროექტის ტრენერთა ტრეინინგის წარმატებული სერიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს NI4OS-Europe-ის პარტნიორებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების და ცოდნის მიწოდებას EOSC-ის და ღია მეცნიერების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

ტრეინინგ კურსის პირველი დღე მიეძღვნა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: ევროპის ღია მეცნიერების ჩარჩო, პროცედურები და დირექტივები, ტექნიკური ასპექტები და ღია მეცნიერების საუკეთესო პრაქტიკა.

ტრეინინგის მეორე დღის განმავლობაში განხილული იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: რა არის ღია წვდომა, ღია კვლევის მონაცემთა მენეჯმენტი, მონაცემთა გაზიარება და ეთიკური საკითხები.

ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები