„გრენა“-მ მონაწილეობა მიიღო მე-5 ეროვნული კიბერ ოლიმპიადის - „კიბერ კუბი 2020“ ორგანიზებაში, რომელიც პირველად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში. ოლიმპიადაში 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადა ორგანიზებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT.GOV.GE მიერ. ასოციაცია „გრენა“ იყო ოლიმპიადის თანაორგანიზატორი და სპონსორი. „გრენა“-მ უზრუნველყო ონლაინ პლატფორმის და სერვერის საიმედო ფუნქციონირება აგრეთვე, კიბერსავარჯიშოების ნაწილის შედგენა.
გამარჯვებული, ალექსანდრე ხოხიაშვილი დაჯილდოვდა Linux Professional Institute-ის LPIC-1 კურსის ვაუჩერით, რომელიც ითვალისწინებს კურსის უფასოდ გავლას და გამოცდის დაფინანსებას „გრენას“ აკადემიაში.