ცხადდება კონკურსი ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები 2021 (European Heritage Awards / Europa Nostra Awards)
ახლა არის შანსი, რომ ევროპის წარმატებულმა არქიტექტორებმა, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებმა, პროფესიონალებმა, მოხალისეებმა, საჯარო და კერძო დაწესებულებებმა და ადგილობრივმა საზოგადოებებმა მიიღონ თავიანთ მიღწევებთან დაკავშირებული აღიარება.
ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს. ყოველწლიური ჯილდოები განსაზღვრავენ და ხელს უწყობენ ხელშესახები და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საუკეთესო პრაქტიკებს. აგრეთვე ხდება ცოდნის გაცვლის სტიმულირება მთელს ევროპაში; საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაფასება.
ჯილდო ენიჭებათ გამორჩეულ კონსერვაციის პროექტებს, ინოვაციურ კვლევებს, კულტურის სფეროს ერთგულ პროფესიონალებს და მოხალისეებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ინიციატივებს განათლების, ტრენინგის და ცნობადობის ამაღლების დარგში.
წარადგინეთ განცხადება და გააზიარეთ თქვენი წარმატება ევროპის მასშტაბით!
საბუთების მიღება:
www.europeanheritageawards.eu/apply
საბუთების მიღების ვადები: 1 ოქტომბერი, 2020 (გაგზავნის საბოლოო თარიღი)
შეიტყვეთ მეტი: