ახალი ამბები
25 ნოემბერი 2020
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-მ ევროკომისიის NI4OS-Europe პროექტის ფარგლებში ჩაატარა ევროპის ღია მეცნიერების Cloud EOSC-ის ღონისძიება. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კვლევითი და საგანმანათლებლო საზოგადოების 50-მა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მომხსენებლები იყვნენ: რამაზ ქვათაძე და თამარ გვენეტაძე (“გრენა”), ირინა კუჩმა (ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის) და ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა). პრეზენტაციები შეეხო შემდეგ საკითხებს: NI4OS-Europe პროექტს, ღია მეცნიერების საკითხებს EOSC-ს და FAIR მონაცემებს, ღია მეცნიერების პრაქტიკას და OpenAIRE-ს, საქართველოში Open Access საქმიანობას და NI4OS/EOSC-თან კავშირს.

შეხვედრამ დაიმსახურა მოწონება, მონაწილეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ევროპის ღია მეცნიერების EOSC-ის მიმართ, აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დაინტერესდნენ სამომავლო შეხვედრებზე დასწრებით.

NI4OS-Europe არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ღია მეცნიერების Cloud-ის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის მკვლევარებს საშუალება მიეცეთ შეინახონ, მართონ, გააანალიზონ და გააზიარონ მეცნიერული მონაცემები რაც მათი მუშაობის ეფექტიანობის გაღრმავებას და მეცნიერებაში ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები