ახალი ამბები
22 დეკემბერი 2020
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის NFR 17-548: „საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის მახასიათებელ ზოგიერთ ელემენტთა ცვლილების შესწავლა საპროგნოზო რეგიონალურ მოდელთა ანსამბლის საფუძველზე” ფარგლებში გაიმართა ონლაინ კონფერენცია ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენცია ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ.
აღნიშნულ ღონისძიებას 15 მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: თ. დავითაშვილი, რ. ქვათაძე და ლ. მერგელიძე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.