ახალი ამბები
10 ნოემბერი 2021
პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სემინარში. სემინარზე რამაზ ქვათაძემ გააკეთა მოხსენება: საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა“-ს ელექტრონული ინფრასტრუქტურა და აქტივობები. რამაზ ქვათაძემ აღნიშნა: „ინტერესი წამოვიდა პოლონური მხარის მხრიდან. მათი კვლევები საკმაოდ ფართოა, ეხება არა მხოლოდ ბირთვულ და ნაწილაკთა ფიზიკას, ასევე მედიცინას და სხვა მიმართულებებს. ვგეგმავთ ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის მონაწილეობას. ამ პროგრამაში დიდი ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოებას. წინ ძალიან შრომატევადი საქმეები გვაქვს და კოლაბორაციაც შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება.“