ახალი ამბები
15 აპრილი 2022
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-მ ევროკომისიის NI4OS-ევროპა პროექტის ფარგლებში გამართა ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული მომხმარებლების ტრეინინგი. ღონისძიება ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო კვლევითი და საგანმანათლებლო საზოგადოების 35-მა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. მომხსენებლები იყვნენ: ირმა ხაჩიძე (ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი), ნინო პავლიაშვილი (ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა), რამაზ ქვათაძე და თამარ გვენეტაძე (“გრენა”). პრეზენტაციებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: პროექტი-NI4OS-ევროპა, EEGHUB.GE ელექტროენცეფალოგრამა - ტვინის ელექტრული აქტივობის მონაცემთა ბაზა, OpenAIRE და opencience.ge რეპოზიტორიუმი, EOSC პორტალით სარგებლობა საბოლოო მომხმარებლებისათვის.
NI4OS-ევროპა არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ღია მეცნიერების ქლაუდის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის მკვლევარებს საშუალება მიეცეთ შეინახონ, გაანალიზონ და გააზიარონ სამეცნიერო მონაცემები, რაც მათი მუშაობის ეფექტიანობის გაღრმავებას და მეცნიერებაში ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს.