ახალი ამბები
28-29 სექტემბერი 2022
ევროკომისიის NI4OS-Europe-ის პროექტის ორგანიზებით ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა EOSC რეგიონალური ღონისძიება.

კონფერენციაზე განხილული იქნა ღია მეცნიერებასთან და ღია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები, NI4OS-Europe პროექტის გავლენა მეცნიერებაზე და აგრეთვე სამომავლო პოლიტიკა. ღონისძიებაზე ღია მეცნიერებით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში.

ასოციაცია „გრენა“-დან შეხვედრას ესწრებოდნენ რამაზ ქვათაძე და თამარ გვენეტაძე. საქართველოდან ღონისძიებას აგრეთვე დაესწრნენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა ხაჩიძიე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო პავლიაშვილი და გიორგი ბანეთიშვილი.

ირმა ხაჩიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: EEGHUB.GE: ტვინის ელექტრული აქტივობა.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები