ახალი ამბები
5-7 ოქტომბერი 2022
ერევანში გაიმართა ევროკომისიის ERASMUS+ პროექტის გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის (MENVIPRO) დასკვნითი კონფერენცია, სახელწოდებით ინოვაციური დიპლომისშემდგომი განათლება გარემოს დაცვის სფეროში: მეთოდები და ინსტრუმენტები.
ღონისძიებას დაესწრო 50 მონაწილე იტალიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონფერენციაზე განხილული იქნა სომხეთსა და საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
ასოციაცია „გრენა“-დან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ირაკლი გედევანიშვილმა.