ახალი ამბები
5-9 ივნისი 2023
TNC23 კონფერენცია ჩატარდა ალბანეთში, ქ. ტირანაში. TNC არის ევროპის ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების კონფერენცია. TNC23-ს უმასპინძლა RASH-მა, ალბანეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელმა. ტირანაში კონფერენციას დაესწრო 700-ზე მეტი მონაწილე. ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ მონაწილეობა მიიღო TNC23 კონფერენციაში და ევროპის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომიუტერული ქსელის GÉANT ასოციაციის გენერალურ ასამბლეაში.