ახალი ამბები
13 ივნისი 2011
“გრენა” აცხადებს მიღებას დისტანციურ სასწავლო კურსებზე.

საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა” ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აცხადებს მიღებას დისტანციურ სასწავლო კურსებზე:
• ოპერაციული სისტემა Windows-ის ადმინისტრირების საფუძვლები;
• ოპერაციული სისტემა Linux-ის ადმინისტრირების საფუძვლები.

კურსები განკუთვნილია სკოლის ინფომენეჯერებისთვის, თუმცა სასარგებლო იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მსმენელისათვის კურსებზე სწავლა უფასოა, უპირატესობა მიენიჭებათ სკოლის ინფომენეჯერებსა და მასწავლებლებს.
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.

კურსის გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე http://elearning.grena.ge (ახალი მომხმარებლის შექმნა).

რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 2011 წლის 24 ივნისს 18:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
მისამართი - თ. ჭოველიძის ქუჩა 10, 0108 თბილისი, საქართველო
ტელეფონი - 2251440 ან 2954575
ელ-ფოსტა - contact[at]grena.ge

ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები