საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია – “გრენა”-ს Cisco–ს რეგიონალურ ქსელურ აკადემიაში ტარდება CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსის რეგიონალური ტრენერების საკვალიფიკაციო სერტიფიცირება (Instructor Training Qualification). ინსტრუქტორები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ სერტიფიცირებას და წარმატებით ჩააბარებენ საკვალიფიკაციო ტესტებს, მოიპოვებენ Cisco–ს აკადემიის CCNA კურსის ინსტრუქტორების ტრენერის სტატუსს (Train-the-Trainers), რომელიც აღნიშნულ ტრენერებს მიანიჭებს CCNA კურსის ინსტრუქტორების მომზადების უფლებას მსოფლიოს მასშტაბით.
ტრენერების საკვალიფიკაციო სერტიფიცირებას ატარებს Cisco–ს აკადემიის ტექნიკური მენეჯერი ანტონ მერკუშოვი.