ახალი ამბები
4-6 ივნისი 2018
4-6 ივნისს თბილისში ჩატარდა ფორუმი EuroDIG 2018 - “ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“. პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში ჩატარდა. ფორუმს უმასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

დიალოგის ფარგლებში განხილული იქნა ყველა ის საკითხი რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება: საავტორო უფლებების დაცვა, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციები (GDPR), სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, დომენები, ინოვაციები და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა სტუმარმა. მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან. ასოციაცია „გრენა“-დან ფორუმში მონაწილეობა რამაზ ქვათაძემ, დავით ტაბატაძემ და იზა ადვაძემ მიიღეს. რამაზ ქვათაძე იყო უნივერსალური დაშვების სესიის მოდერატორი, ხოლო დავით ტაბატაძე სესიის მთავარი მონაწილე - DNS quo vadis - რომელიც განიხილავდა DNS გამოწვევებს და სამომავლო ფუნქციონალურობას.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები